რუსეთის უკანონო ქმედებები ახალ დონეზე გადავიდა

რუსეთის უკანონო ქმედებები ახალ დონეზე გადავიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის დევიდ კემერონის განცხადებით, რუსეთის უკანონო ქმედებები უკრაინასთან მიმართებაში ახალ დონეზე გადავიდა. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ამის შესახებ მან პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა .

"ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უხეში დარღვევა სეპარატისტების მხრიდან და დებალცევოს დაკავება შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც რუსი ჯარისკაცებისა და შეიარაღების გადასროლა მოხერხდა. რუსეთს მცირედითაც არ უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ სეპარატისტების ნებისმიერი მცდელობა, იქნება ეს მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გაფართოება მარიუპოლსა თუ სხვაგან, შეეჩეხება დამატებით სანქციებს ამერიკისა და ევროკავშირისგან", - აღნიშნა კემერონმა.