რუსეთმა გაეროს 1970 წლის დეკლარაციაში ცვლილებების მიღება შესთავაზა

რუსეთმა გაეროს 1970 წლის დეკლარაციაში ცვლილებების მიღება შესთავაზა

რუსეთი გაეროს სთავაზობს, გააძლიეროს ორგანიზაციის 1970 წლის დეკლარაციის დებულება ხელისუფლების ანტიკონსტიტუციურ შეცვლასთან დაკავშირებით . "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

"ყველამ უნდა აღიაროს, რომ ხალხებს გააჩნიათ უფლება, დამოუკიდებლად აირჩიონ საკუთარი მომავალი მათ შიდა საქმეებში გარე ჩარევების გარეშე. ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ იფიქროთ იმ შესაბამისი დებულებების გაძლიერებაზე, რომლებიც მიღებულია 1970 წლის დეკლარაციაში საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან დაკავშირებით მეგობრული ურთიერთობებისა და სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობების შესახებ, რომ მიუღებელი იყოს ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური შეცვლის მხარდაჭერა", - განაცხადა ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატებზე გამოსვლისას.