პრემიერმა EUMM-ის ახალ ხელმძღვანელთან საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარება განიხილა

პრემიერმა EUMM-ის ახალ ხელმძღვანელთან საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარება განიხილა

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ახალ ხელმძღვანელთან კიასტუტის იანკაუსკასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეება ძირითადად რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სადამკვირვებლო მისიის წვლილზე და ასევე საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

ხაზი გაესვა ასევე ევროკავშირის დამკვირვებლების როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში. შეხვედრისას ასევე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირთან პარტნიორობის გაძლიერებისა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მიმართულებით.

ელჩი კიასტუტის იანკაუსკასი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად 2014 წლის 19 დეკემბერს დაინიშნა. ლიტველმა დიპლომატმა აღნიშნულ პოზიციაზე ტოივო კლაარი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.