დავით სვიაკაურის ოჯახი ახალგაზრდის სირიაში დაღუპვას ადასტურებს

დავით სვიაკაურის ოჯახი ახალგაზრდის სირიაში დაღუპვას ადასტურებს

24 წლის ახალგაზრდის მამა იოსებ სვიაკაური ამბობს, რომ მისი შვილი ორი წლის წინ თურქეთში სამუშაოდ წავიდა.

ოჯახმა სვიაკაურის სირიაში გადასვლის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც ახალგაზრდა მებრძოლმა საკუთარი ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისივე თქმით, შვილმა მათთან კონტაქტი დიდი ხანია, შეწყვიტა და მასზე რაიმე ინფორმაცია არ ჰქონდათ. 

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობის სოფელ ხალაწანის მკვიდრი დავით სვიაკური სირიაში საბრძოლო შეტაკების დროს დაიღუპა. ის ხეობიდან უკვე რიგით მეათე მსხვერპლია.