საფრანგეთის მთავრობამ 6 მოქალაქეს პასპორტები ჩამოართვა

საფრანგეთის მთავრობამ 6 მოქალაქეს პასპორტები ჩამოართვა

საფრანგეთის მთავრობამ 6 მოქალაქეს პასპორტები ჩამოართვა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი სირიაში გამგზავრებას და ჯიჰადისტების გვერდით ბრძოლას გეგმავდნენ.

"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ანტიტერორისტული კანონის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც "ისლამისტური სახელმწიფოს" გააქტიურების გამო, საფრანგეთში გასული წლის ნოემბერში მიიღეს.

გარდა ამისა, დღეს ცნობილი გახდა, რომ სირიასა და ერაყში ექსტრემისტების წინააღმდეგ საბრძოლველად საფრანგეთმა ავიამზიდი "შარლ დე გოლი" გაგზავნა.