ივანიშვილს და მის გუნდს ჰგონია, რომ არაკომპეტენტურობის კომპენსირებას დაჭერებით მოახდენს

ივანიშვილს და მის გუნდს ჰგონია, რომ არაკომპეტენტურობის კომპენსირებას დაჭერებით მოახდენს

ივანიშვილს და მის გუნდს ჰგონია, რომ უნიათობისა და არაკომპეტენტურობის კომპენსირებას დაჭერებით მოახდენს, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციოალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დავით კრიკიტაძის პასუხისგებაში მიცემას.

ბოკერია ეკონომიკური პრობლემების გადაფარვის მიზნით ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების დაკავებების ტალღის გააქტიურებას ვარაუდობს.

"პერიოდულად არის ხოლმე ტალღა აფეთქებების, პოლიტიკური დევნის აფეთქებები ემთხვევა განსაკუთრებით მწვავე სურათს, ეკონომიკური კრიზისის. ივანიშვილი და მისი გუნდი მხოლოდ ამაში ხედავს გამოსავალს შექმნილი მდგომარეობიდან. ივანიშვილს და მის გუნდს ჰგონია, რომ ამ დაჭერებით მოახდენენ კომპენსირებას არაკომპეტენტურობისა და უნიათობის. ეს ხალხი, იმის ნაცვლად, რომ ზრუნავდეს ქვეყნის განვითარებაზემ აგრძელებს პოლიტიკურ დევნას. მათ სხვა საკითხებში არც კომპეტენცია აქვთ და არც ხედვა. პირიქით, აქვთ ისეთი ინიციატივები, რამაც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, თუმცა ამაზე შემდეგ ივანიშვილი აკეთებს თავხედურ განცხადებას, რომ ყველაფერი წესრიგშია. ივანიშვილს ქვეყანა მიჰყვას უფსკრულისკენ და ამას დემოკრატიული გზით ძალიან მალე უნდა დავუსვათ წერტილი", - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, დავით კირკიტაძე აპირებს ჩამოსვლას და ის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზად იყო.

"კირკიტაძე რამდენიმე თვით არის წასული სასწავლებლად ამერიკაში. როგორც თვითონ თქვა, აპირებს ჩამოსვლას და ის მზად იყო, ეთანამშრომლა გამოძიებასთან. თუმცა, პროკურატურის თვითმიზანია, რომ მას ბრალი წაუყენონ და ეს არის პოლიტიკური დაკვეთა. შეეძლოთ მისი სკაიპით ან სხვა ათასი საშუალებით დაკითხვა", - განაცხადა ბოკერიამ.