ირაკლი ალასანია რუსთავისა და მარნეულის მოსახლეობას შეხვდა

ირაკლი ალასანია რუსთავისა და მარნეულის მოსახლეობას შეხვდა

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია დღეს რუსთავის მოსახლეობას შეხვდა, მანამდე კი, პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრა მარნეულში გამართა.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, შეხვედრებზე საუბარი იმ პრობლემებს შეეხო, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს, თავად კი თავის მხრივ, ქვეყნის ახალ ეკონომიკური განვითარების გეგმაზე ისაუბრა, რომელსაც "თავისუფალი დემოკრატები" მოსახლეობას სთავაზობენ.

"თავისუფალი დემოკრატები" ვაგრძელებთ დიალოგს საკუთარ საზოგადოებასთან, მოსახლეობასთან. დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა მარნეულში და რუსთავში, ვეცნობით პრობლემებს. ლარის კურსის გაუფასურება ძალიან მძიმე ტვირთად აწევს მოსახლეობას. ჩვენ საუბარი გვქონდა გამოსავალზე, გამოსავალი არის ერთადერთი, პასუხისმგებლობით სავსე ხელისუფლება უნდა მოვიდეს 2016 წელს. მანამდე, ხალხს ყველამ უნდა შევთავაზოთ, ვისაც გვაქვს პრეტენზია ხელისუფლებაში მოსვლის, კონკრეტული, რეალისტური გეგმა ეკონომიკური განვითარებისა,"- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.