ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარეს, ჯოზეფ ლიბას და კომისიის მენეჯერს კატერინა ნიცოვას შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელ სამუშაოებზე იმსჯელეს.

მათივე ინფორმაციით, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების საკოორდინაციო კომისიის წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობის მეთაურს მიაწოდეს ინფორმაცია ბოლო ინსპექტირების შედეგების შესახებ. აღინიშნა, რომ ფესტივალისთვის მზადება გეგმა–გრაფიკის მიხედვით ხორციელდება და ყველა წინაპირობაა საიმისოდ, რომ "თბილისი 2015" მაღალი სტანდარტების დაცვით ჩატარდეს.

შეხვედრას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი დაესწრნენ.