მაინც გავაგრძელებთ კონტროლს იმ მიმართულებებზე, რომელებიც კომიტეტებში გვებარა

მაინც გავაგრძელებთ კონტროლს იმ მიმართულებებზე, რომელებიც კომიტეტებში გვებარა

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მისმა თანაპარტიელებმა პარლამენტის კომიტეტები დატოვეს, მაინც გააგრძელებენ კონტროლს იმ მიმართულებებზე, რომელებიც ამ კომიტეტებში ებარათ.

"ჩვენი პარტია – "თავისუფალი დემოკრატები", ყოველთვის გამოირჩეოდა ერთობით, ერთსულოვნებით. ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის, ეს იყო პრინციპი, რაც ჩვენ დავნერგეთ პოლიტიკაში და დამერწმუნეთ, ამას დავნერგავთ სახელმწიფო მართვაშიც, არც ერთი მოქალაქე ჩვენი არ იქნება ზურგშექცეული, ისევე იმ პრინციპით, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ პოლიტიკაში. დღევანდელ მმართველ კოალიციას არ უნდა პროფესიონალი კადრები პარლამენტში, მათ მივეცით სადავეები, ჩვენ გავაკონტროლებთ მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტებში აღარ ვიქნებით, ყველა იმ მიმართულებას, რომელიც ჩვენ ამ კომიტეტებში გვებარა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.