იერუსალიმის მერმა პალესტინელი თავდამსხმელის დაკავება შეძლო

იერუსალიმის მერმა პალესტინელი თავდამსხმელის დაკავება შეძლო

იერუსალიმის მერსა და მისი პირადი დაცვის ერთ-ერთ წევრს პალესტინელ თავდამსხმელთან გამკლავება მოუხდათ. "როიტერის" ცნობით, 55 წლის მერმა, ნირ ბარკატმა გუშინ საკუთარი ავტომობილიდან შენიშნა ცივი იარაღით შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც ქუჩაში გამვლელებს თავს ესხმოდა. მან ავტომობილი გააჩერა, გადავიდა და თავდამსხმელის შეჩერება შეძლო. თუმცა, მანამდე შეიარაღებულმა მამაკაცმა ერთ-ერთი ებრაელი დაჭრა. შემთხვევის ადგილას მოგვიანებით პოლიცია მივიდა და თავდამსხმელი დააკავა. იგი 18 წლის პალესტინელი აღმოჩნდა, რომელსაც ისრაელში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა.

დაშავებული მამაკაცი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.