"მრცხვენია ჩემი ქვეყნის, ჩემი პრეზიდენტის და საკუთარი თავის გამო“

„მე მრცხვენია ჩემი ქვეყნის, ჩემი პრეზიდენტის და მრცხვენია საკუთარი თავის გამო“, - ეს ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის განცხადებაა, რომელიც მან ტელეკომპანია CBS-ის გადაცემა Face The Nation-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

სენატორის თქმით, რუსეთი ზეწოლას ახდენს ბალტიისპირეთის ქვეყნებზე, მოლდოვაზე და განაგრძობს საქართველოს ოკუპაციას.

„ეს მართლაც ბნელი თავია ჩვენი ალიანსის ისტორიაში. ეს ისტორიის სამარცხვინო მონაკვეთია. მე მრცხვენია საკუთარი ქვეყნის. მე მრცხვენია საკუთარი პრეზიდენტის. მე მრცხვენია საკუთარი თავის, რადგან არ გავაკეთე მეტი, ამ ხალხის დასაცავად და ეს მართლაც გულსატკენია“, - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.