ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს დავით კირკიტაძეს ბრალს უყენებენ. ფინანსურ პოლიციაში მისი ადვოკატი დაახლოებით ერთ საათში მივა. "პირველ რადიოსთან" საუბარში გიორგი კონდახაშვილი ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია რას შეეხება ბრალი. თავად კირკიტაძე ამ დროისათვის აშშ-ში იმყოფება.