ვალდებული ვართ, მივიღოთ მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც სამშობლოს მოემსახურება

ვალდებული ვართ, მივიღოთ მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც სამშობლოს მოემსახურება

ჩვენ ვალდებული ვართ, პარლამენტში მივიღოთ მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც მოემსახურება ერთადერთს - სამშობლოს, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოს ეზოში, იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულს პარლამენტს იმ ადამიანების ხსოვნა ავალდებულებს, რომლებმაც საქართველოს თავისუფლების ერთიანობისა და თავისუფლებისთვის სიცოცხლე გასწირეს.

"დღეს ჩვენ პატივს მიგავებთ 1921 წელს კოჯორ-ტაბახმელას ტერიტორიაზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაცემულ ახალგაზრდა 20-23 წლის ბიჭებს - იუნკერებს. დღევანდელი დღე არის ტრაგიზმით და დიდებით სავსე, ვინაიდან მათ უდრტვინველად, ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე გაიღეს სწორედ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო ძლიერი და თავისუფალი. სიმბოლურია, რომ დღეს სწორედ პარლამენტის ეზოში ვიხსენებთ მათ. ვალდებულნი ვართ, მათი ხსოვნის წინაშე აქ მივიღოთ მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც მოემსახურება ერთადერთს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ქართველ ხალხს და საზოგადოებას. ამას არა მხოლოდ იუნკერებისადმი, არამედ ყველა იმ ადამიანისადმი ხსოვნა გავალდებულებს, რომელიც დაეცა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოალში, მათ შორის აფხაზეთში და ოსეთში", - აღნიშნა ვიცე-სპიკერიმა.

პარლამენტის ეზოში, ხარების სახელობის სამლოცველოში, ჯერ იუნკერთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, დეპუტატები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

მანანა კობახიძემ, გიორგი მარგველაშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა იუნკერთა მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს.