რომის პაპი შესაძლოა, უკრაინას ეწვიოს

რომის პაპი შესაძლოა, უკრაინას ეწვიოს

რომის პაპი შესაძლოა, უკრაინას ეწვიოს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა იური ტანდიტმა უკრაინული "მეხუთე არხის" ეთერში განაცხადა, პონტიფიკოსმა უკრაინის პრეზიდენტის მოსაწვევი წერილი მიიღო.

"რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი ვატიკანიდან, სადაც შევხვდი რომის პაპს. მას გადავეცი პრეზიდენტ პოროშენკოს მოწვევა, მან კი გვითხრა, რომ ის ჩამოვა უკრაინაში. მინდა მივულოცო უკრაინელებს, რომის პაპი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვისაც ლოცულობს, უკრაინაშიც ჩამოვა" , - განაცხადა ტანდიტმა.

უკრაინამ რომის პაპს 2001 წელსაც უმასპინძლა. მაშინ კიევს ყოფილი პონტიფიკოსი, იოანე პავლე მეორე ეწვია.