კვორუმის პრობლემის გამო, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ვერ იწყება

კვორუმის პრობლემის გამო, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ვერ იწყება

კვორუმის პრობლემის გამო, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ვერ იწყება. სხდომის დაწყებისთვის საჭიროა, სულ მცირე, 8 დეპუტატის ყოფნა , თუმცა ამჟამად კომიტეტის სხდომაზე მხოლოდ 6 დეპუტატი მივიდა, რაც სხდომის გახსნისთვის საკმარისი რაოდენობა არ არის. ‚ქართული ოცნებიდან" კომიტეტის სხდომას არ ესწრებიან ზაქარია ქუცნაშვილი და კარლო კოპალიანი. სხდომაზე არც მათი ადგილმონაცვლეები არიან წარმოდგენილი. საპარლამენტო უმცირესობა თბილისში გამართულ კომიტეტის სხდომებში მონაწილეობას არ იღებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ნინო გვენეტაძის კანდიდატურის განხილვა წარმოადგენს. ნინო გვენეტაძე პარლამენტში იმყოფება.