ირაკლი ღარიბაშვილი იმერეთის ახალ გუბერნატორს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი იმერეთის ახალ გუბერნატორს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმერეთის ახალ გუბერნატორს, გივი ჭიჭინაძეს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს , მთავრობის მეთაურმა წარმატება უსურვა მას დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში და იმერეთის რეგიონში არსებული პრობლემების დროულად მოგვარების იმედი გამოთქვა.

"იმერეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგიონია. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გააკეთებთ, რათა ხალხის ნდობა და მთავრობის მიერ გამოცხადებული ნდობა გაამართლოთ", – აღნიშნა პრემიერმა შეხვედრაზე.