კომიტეტების ხელმძღვანელები შესაძლოა, ზვიად კვაჭანტირაძე, ნანა ყეინიშვილი და თამაზ მეჭიაური გახდნენ

კომიტეტების ხელმძღვანელები შესაძლოა, ზვიად კვაჭანტირაძე, ნანა ყეინიშვილი და თამაზ მეჭიაური გახდნენ

არაოფიციალურად უკვე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობის იმ წევრებზე, რომლებიც კომიტეტების თავმჯდომარის თანამდებობებზე "თავისუფალი დემოკრატების" ჩანაცვლების სურვილს გამოთქვამენ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თანამდებობაზე ვიქტორ დოლიძის შეცვლის სურვილი საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ზვიად კვაჭანტირაძეს აქვს. როგორც პარლამენტში ამბობენ, დეპუტატ ნანა ყეინიშვილს, რომელიც ამჟამად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯომარის მოადგილეა, აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დაკავების სურვილიც აქვს და არც გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელობაზე ამბობს უარს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თამჯდომარის პოსტზე დავით ონოფრიშვილის სავარაუდო შემცვლელთა შირის დეპუტატი თამაზ მეჭიაური სახელდება. ყველა ეს დეპუტატი ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრია.

საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებმა- ვიქტორ დოლიძემ, დავით ონოფრიშვილმა და გიორგი ცაგარეიშვილმა კომიტეტების თავმჯდომარეობის დატოვებაზე ოფიციალური განცხადება დღეს გააკეთეს.