"ბოევიკები" მარიუპოლისკენ ძალების მობილიზებას ახდენენ

"ბოევიკები" ძალების მობილიზებას ამჯერად მარიუპოლისკენ ახდენენ, - ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ტიმჩუკმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"მტერი განაგრძობს ტაქტიკური ძალების გადასროლას დონეცკის ოლქის ბეზიმენნოეს რაიონისკენ. ბოლო ერთი დღეა მათ უკვე შეძლეს 350 მებრძოლის, 15 სატვირთო მანქანის და 20 ჯავშანტრანსპორტიორის გადასროლა", - წერს ტიმჩუკი. მისივე თქმით, აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ანდრეევკასთანაც.