"თავისუფალი დემოკრატების" წევრები საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის პოსტებს ტოვებენ

საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრები კომიტეტების თავმჯდომარის პოსტებს დატოვებენ. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ოფისში დღეს გაკეთდება.

თანამდებობებს ტოვებენ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯომარე დავით ონოფრიშვილი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე  და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი.

ამასთან, "თავისუფალი დემოკრატების" კიდევ ერთი წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტიდან გასულ კვირაში გადააყენეს. ზურაბ აბაშიძე თანამდებობაზე უმრავლესობის მიერ იყო წარდგენილი. აბაშიძე ვიცე-სპიკერის პოსტზე გუბაზ სანიკიძემ შეცვალა.