ბრიუსელში, ელჩების დონეზე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

ბრიუსელში, ელჩების დონეზე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

25 თებერვალს, ბრიუსელში, ელჩების დონეზე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სხდომა არის ელჩების დონეზე, მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და მისი პირველი მოადგილე დავით დონდუა.

კერესელიძის თქმით, შეხვედრაზე განხილვის ძირითადი თემა იქნება ის საკითხები, რასაც ბოლო პერიოდში ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ, აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება და ცხინვალის რეგიონთან გასაფორმებელი ხელშეკრულება. ასევე საუბარი შეეხება საფრთხეებს, რომელსაც რუსეთის ანექსიური პოლიტიკა მოიცავს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია ასევე ნატო-ს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის საკითხების განხილვა.