საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრული კავშირების დაზიანება ძალიან რთულია

საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრული კავშირების დაზიანება ძალიან რთულია

საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრული კავშირების დაზიანება ძალიან რთულია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ტელეკომპანია "ინტერის" ეთერში განაცხადა. მარგველაშვილმა გადაცემა Подробностей недели-ში საუბრისას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მხრივ სირთულეების არსებობა უარყო.

მარგველაშვილის განცხადებით, უკრაინაში ახლა მიმდინარე მოვლენები ძალიან ჰგავს საქართველოს მოვლენებს.

"სამწუხაროდ, საქართველომ მსგავსი გზა გაიარა. ჰიბრიდული ომი საქართველომ ნახა აფხაზეთში. ახლა კი კრემლი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან შეთანხმებებს ამზადებს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის მთავრობაში ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების დანიშვნის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს უკრაინის ლეგიტიმური მთავრობის შიდა საქმეა და კონკრეტული პირების დანიშვნაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.