უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე ფრაქცია

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე ფრაქცია "ქართული ოცნებისა" და უმრავლესობის ფორმატში იმსჯელებენ

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ კანდიდატურაზე პოზიციის ჩამოყალიბებას და სათანადო გადაწყვეტილების მიღებას მმართველი გუნდი დღეს აპირებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებოით პარლამენტში 17:00 საათზე ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომა, ხოლო 18:00 საათისთვის უმრავლესობის სხდომის გამართვა იგეგმება.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ორივე სხდომა დახურულია, სადაც უშუალოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის ნინო გვენეტაძის მოსმენა არ იგეგმება.

გვენეტაძეს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმენენ.