ისლამისტური დაჯგუფება სავაჭრო ცენტრებზე თავდასხმებით იმუქრება

ისლამისტური დაჯგუფება სავაჭრო ცენტრებზე თავდასხმებით იმუქრება

აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივანი ჯეჰ ჯონსონი ამერიკელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს მას შემდეგ რაც სომალიში მოქმედი ისლამისტური დაჯგუფება "ალ-შაბააბი" დასავლურ ქვეყნებზე თავდასხმების მუქარით გამოვიდა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

ჯონსონის განცხადებით, დაჯგუფების მუქარას აშშ-ის მთავრობა სერიოზულად უნდა მოეკიდოს და საჭირო ნაბიჯები გადადგას. დაჯგუფება "ალ-შაბააბმა" გუშინ ინტერნეტის საშუალებით ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის დიდ ბრიტანეთში, კანადასა და აშშ-ში მდებარე სავაჭრო ცენტრებზე თავდასხმებით იმუქრება.

"ალ-შაბააბის" წარმომადგენელი, რომელსაც ვიდეოში სახე დაფარული აქვს, კონკრეტულ სავაჭრო ცენტრებსაც ასახელებს. მათ შორისაა მინესოტას შტატში მდებარე მთავარი სავაჭრო ცენტრი, ასევე კანადის West Edmonton Mall-ი, ლონდონის ქუჩა ოქსფორდი, სადაც სავაჭრო ობიექტებია განლაგებული და ბრიტანეთის კიდევ ორი სავაჭრო ცენტრი.

2013 წელს "ალ-შაბააბის" მებრძოლებმა კენიის დედაქალაქ ნაირობიში სავაჭრო ცენტრ "უესტგეიტ მოლში" ტერაქტი განახორციელეს, რასაც 67 ადამიანი შეეწირა.