ხარკოვში გლოვის დღეა

ხარკოვში გლოვის დღეა

ხარკოვში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გენადი კერნესი იტყობინება. 

გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დაწესებულებების შენობებზე დროშებს დაუშვებენ. ამას გარდა, გაუქმდება გასართობი ღონისძიებები. ადგილობრივი დროით 13:00 საათზე კი წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ დაღუპულთა სულებს. 

გუშინ "ერთიანობის მარშის" მსვლელობისას მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 დაშავდა. სამართალდამცავმა ორგანოებმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. აფეთქების შემდეგ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, შედეგად დააკავეს ოთხი ეჭვმიტანილი. ამოღებულია იარაღიც.