სერგო რატიანი - მთავრობა ადეკვატური არ არის

სერგო რატიანი - მთავრობა ადეკვატური არ არის

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ სერგო რატიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ დაკვირვებით უნდა წაიკითხოს ქვეყნის კანონები, - ამის შესახებ სერგო რატიანმა ჟურნალისტებს მთავრობის კანცელარიაში განუცხადა, სადაც მას და მისი პარტიის წევრს, დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძეს მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს. 

"ამჯერადაც მთავრობა არ არის ადეკვატური. მათ დაკვირვებით უნდა წაიკითხონ საქართველოს კანონები, ჩვენ გვაქვს შესვლის უფლება, არაფერი განსაკუთრებული უფლება არ იყო, არანაირი აჟიოტაჟის გამოწვევა არ იყო საჭირო. ჩვენ გვაინტერსებდა ამ რთულ სიტუაციაში რა საკითხებს განიხილავდა მთავრობა, მართლაც მუშაობდა იმაზე თუ არა რომ გამოვიდეთ ამ კრიზისული მდგომარეობიდან. ჩვენი მხრიდან ჩვენ გვაქვს დაყენებული საკითხი, მაგრამ გარკვეულწილად ისინი გაურბიან ამ საკითხების განხილვას, მაგრამ პოლიტიკამ, რომელსაც ისინი ორი წლის განმავლობაში აწარმოებდნენ, დანგრევამდე მიიყვანა ეკონომიკა", - განაცხადა სერგო რატიანმა და აქვე აღნიშნა, რომ სწორედ ეს ეკონომიკის ნგრევა არის შესაჩერებელი.