იმერეთის გუბერნატორის თანამდებობას გივი ჭიჭინაძე დაიკავებს

იმერეთის გუბერნატორის თანამდებობას გივი ჭიჭინაძე დაიკავებს

იმერეთის გუბერნატორის თანამდებობას ვაკის რაიონის უკვე ყოფილი გამგებელი გივი ჭიჭინაძე დაიკავებს. აღნიშნულ პოსტზე ჭიჭინაძის კანდიდატურა მინისტრთა კაბინეტის წევრებს დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა. 

"გუშინ იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა მოგვმართა გადადგომის მოთხოვნით. მინდა შემოგთავაზოთ ახალი გუბერნატორის კანდიდატურა. ეს გახლავთ გივი ჭიჭინაძე, რომელიც ამჟამად არის ვაკის რაიონის გამგებელი. თუ არ გაქვთ რაიმე საწინააღმდეგო, გთხოვთ მხარი დაუჭიროთ", - განაცხადა პრემიერმა სხდომაზე. 

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილ გუბერნატორს ზაზა მეფარიშვილს 2-წლიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. 

"ყოფილმა გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა ძალიან კარგად იმუშავა ბოლო 2 წლის განმავლობაში. მინდა მას მადლობა გადავუხადო და ვუსურვო წარმატებები", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.