დავით საგანელიძე აჭარაში რადიკალური ღონისძიებების გატარებას არ გამორიცხავს

დავით საგანელიძე აჭარაში რადიკალური ღონისძიებების გატარებას არ გამორიცხავს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აჭარაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რადიკალური ღონისძიებების გატარებას არ გამორიცხავს. 

უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას არ დააკონკრეტა, რა შესაძლო რადიკალური გადაწყვეტილებები შეიძლება მიიღოს მმართველმა გუნდმა. როგორც მან ამასთან დაკავშირებით განაცხადა, პირველ რიგში, საჭიროა მომხდარის შესწავლა და მიზეზების დადგენა. 

"აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენები აუცილებლად უნდა იყოს შესწავლილი და აუცილებლად უნდა მოხდეს შესაბამისი ღონისძიებების გატარება. უნდა დავსახოთ, ვიტყოდი, რადიკალური ღონისძიებები, რათა სიტუაცია იყოს მართული და წაადგეს რეგიონის განვითარებას", - აღნიშნა საგანელიძემ, რომელიც გუშინ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომას დაესწრო.