კიევში ჩამოვედით, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ უკრაინელი ხალხისადმი გვერდში დგომა

კიევში ჩამოვედით, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ უკრაინელი ხალხისადმი გვერდში დგომა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინე იმერლიშვილის განცხადებით, საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს კიევში ჩავიდა, რათა კიდევ ერთხელ დაადასტურონ უკრაინელი ხალხისადმი გვერდში დგომა. ამის შესახებ ირინე იმერლიშვილმა ქართველ ჟურნალისტებს კიევში, მიხაილოვის მოედანზე, "უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარების არსებობის დამადასტურებელ" გამოფენაზე განუცხადა.

"ახლა ვიმყოფებით გამოფენაზე, სადაც გამოფენილია უცხო ქვეყნის იარაღი იმის დასტურად, რომ აქ არ ომობს ერთმანეთში უკრაინელი ხალხი. ამის დასტური არაერთხელ გვქონდა ჩვენ, საქართველოში. ჩვენ, პირადად ქართულ დელეგაციას ამაში ერთი წუთით ეჭვი არ გვეპარებოდა, მაგრამ უკრაინელმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ეს კიდევ ერთხელ ეჩვენებინა იმ დელეგაციებისთვის, იმ სტუმრებისთვის, რომლებიც არიან ჩამოსულები", - აღნიშნა ირინე იმერლიშვილმა.