პარლამენტი დავით საყვარელიძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს

პარლამენტი დავით საყვარელიძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხვალ ოპოზიციონერი დეპუტატის, დავით საყვარელიძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს.

საყვარელიძისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც უკრაინაში გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.

საყვარელიძის ადგილმონაცვლე ეკა ხერხეულიძეა.