პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის ვარაუდით, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი მომავალი კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში შევა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, წარმოდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით კოალიციას პოზიტიური დამოკიდებულება აქვს, თუმცა, მისივე თქმით, საკითხზე ცალკეულ ფრაქციებში მსჯელობა გაიმართება.
ხვალ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად ეწურება. ხვალვე პარლამენტში კომიტეტების დონეზე, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურის, ნინო გვენეტაძის მოსმენა იწყება.