"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლებს მოუსმინეს

კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლებს მოუსმინეს. პრემიერ-მინისტრის "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული ინფორმაციით, კოალიციის ლიდერს, ირაკლი ღარიბაშვილსა და პოლიტსაბჭოს წევრებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა მიაწოდეს ინფორმაცია უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების შესახებ.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, რეგიონში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

მთავრობის მეთაურმა აჭარის წარმომადგენლებს კოალიციის სამოქმედო გეგმა და უახლოეს მომავალში გასატარებელი ღონისძიებები გააცნო.

პოლიტსაბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო კონსტიტუციურ ჩარჩოებში გააგრძელებს საქმიანობას.