ხარკოვში ერთიანობის მარშის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ხარკოვში ერთიანობის მარშის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავებულია მსვლელობის 10-ზე მეტი მონაწილე. ხარკოვში ძლიერი აფეთქება მაშინ მოხდა, როცა აქტივისტები კოლონას აწყობდნენ, რათა თავისუფლების მოედნისკენ დაძრულიყვნენ.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფები მუშაობენ. თვითმხილველების განცხადებით, დაუდგენელმა პირმა, რომელიც მანქანით გადაადგილდებოდა, მომიტინგეების მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა.