ხარკოვში ერთიანობის მარშის დროს აფეთქება მოხდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ძლიერი აფეთქება მაშინ მოხდა, როცა აქტივისტები კოლონას აწყობდნენ, რათა თავისუფლების მოედნისკენ დაძრულიყვნენ. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი აქტივისტი იგორ კომაჩევი.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მუშაობს.