იაპონიაში ატომური სადგურიდან ზღვაში რადიაციული წყლის ჩადინება დაფიქსირდა

იაპონიაში ატომური სადგურიდან ზღვაში რადიაციული წყლის ჩადინება დაფიქსირდა

იაპონიის ატომური ელექტროსადგური "ფუკუშიმადან" რადიოაქტიური წყლის ზღვაში ჩადინების ფაქტი დაფიქსირდა. "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, რადიოაქტიური დონე სადგურზე დასაშვებ ზღვარს 70-ჯერ აღემატება. წყლის ზღვაში ჩადინების შეჩერება დღეს მოხერხდა.

ექვსრეაქტორიანი ატომური სადგური მწყობრიდან 2011 წლის მარტში მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად გამოვიდა. სადგურში მომხდარმა აფეთქებებმა ექვსიდან ოთხი რეაქტორი მწყობრიდან გამოიყვანა.