დონბასიდან დღეს მძიმე შეიარაღების გაყვანა უნდა დაიწყოს

დონბასიდან დღეს მძიმე შეიარაღების გაყვანა უნდა დაიწყოს

22 თებერვლიდან აღმოსავლეთ უკრაინიდან, ე.წ. გამიჯვნის ხაზიდან მძიმე შეიარაღების გაყვანის პროცესი უნდა დაიწყოს. შესაბამის დოკუმენტებს თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის წარმომადგენლებმა ხელი გუშინ მოაწერეს. ინფორმაციას "უკრინფორმი" ავრცელებს.

მინსკის შეთანხმების მიხედვით, "ბოევიკებმა" უნდა გაიყვანონ ტექნიკა იმ პოზიციებამდე, რომლებზეც 19 სექტემბრამდე იმყოფებოდნენ, უკრაინამ კი იმ პოზიციამდე, რომელზეც მინსკის მეორე შეთანხმების გაფორმების დღისთვის იმყოფებოდნენ.