მიხეილ სააკაშვილი კიევში

მიხეილ სააკაშვილი კიევში "ღირსების მარშს" არ დაესწრება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საერთშორისო საბჭოს ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი კიევში დღეს "ღირსების მარშს" არ დაესწრება, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიხიელ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს თხოვნით ვაშინგტონში, კონგრესში შეხვედრებისთვის გაემგზავრა.

"ღირსების მარში" უკრაინაში დღეს გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კიევში ქართულ დელეგაციასთან ერთად უკვე გაემგზავრა.

"ღირსების მარშში" მონაწილეობას სხვა ქვეყნების ლიდერებიც მიიღებენ. კიევში ღონისძიებები "ღირსების რევოლუციის" წლისთავთან დაკავშირებით იმართება.

შარშან უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების დარბევას 100 დემონსტრანტი და 20 პოლიციელი ემსხვერპლა.