თურქეთმა სირიაში სამხედრო კოლონა შეიყვანა

თურქეთმა სირიაში სამხედრო კოლონა შეიყვანა

თურქეთმა სირიაში სამხედრო კოლონა, მათ შორის ტანკები შეიყვანა. BBC-ის ცნობით, თურქმა სამხედროებმა საზღვარი ჩრდილოეთ სირიასთან გადაკვეთეს. ისინი სირიისკენ სულეიმან შახის საფლავის დასაცავად გაემართნენ. 1921 წლის საერთაშორისო შეთანხმების თანახმად, ადგილი მდინარე ევფრატის ნაპირზე, სადაც ოსმალეთის იმპერიის ფუძემდებლის საფლავი მდებარეობს, თურქულ ანკლავად ითვლება. საფლავს თურქეთის საპატიო ყარაული იცავს, დაახლოებით 40 სამხედროს ოდენობით.

თვითმხილველების თქმით, დიდი სამხედრო კოლონა, სულეიმან შახის საფლავის მიმართულებით ქალაქ ქობანის გავლით გაემართა. ამ ქალაქში ცოტა ხნის წინ "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებსა" და ქურთების თავდაცვის ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობდა.