კიევში,

კიევში, "ღირსების მარშში" მონაწილეობას 10 ქვეყნის მეთაური მიიღებს

კიევში, დღეს, "ღირსების მარშში" მონაწილეობას ათი ქვეყნის მეთაური მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ვალერი ჩალიმ განაცხადა. 

მისივე თქმით, უკვე არსებობს ამ ქვეყნების მეთაურთა დასტური, მონაწილეობის მიღების შესახებ. ასევე იქნებიან სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები. 

ჩალის ინფორმაციით, ყველა მათგანი კიევში ჩამოვა იმისთვის, რომ არა მხოლოდ სოლიდარობა გამოხატონ, არამედ ერთობლივი მოქმედებებისთვის მზადყოფნაც.

მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში, უკრაინაში, გასულ წელს მაიდნის მოვლენების დროს დაღუპულთა მოსახსენიებლად სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. 

22 თებერვალს უკრაინაში ელოდებიან ლიტვის პრეზიდენტს, დალია გრბაუსკაიტეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს და სხვა ლიდერებს, რომელთა შორის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც იქნება.