23 თებერვლიდან დიდი მარხვა დაიწყება

23 თებერვლიდან დიდი მარხვა დაიწყება

23 თებერვლიდან დიდი მარხვა დაიწყება. დიდმარხვის პირველი და ბოლო კვირა განსაკუთრებით მძიმეა. მარხვის პირველ დღეებში ტაძარში წირვა არ სრულდება. სრულდება სპეციალური საგალობლები და ლოცვები. ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი იკითხება. ოთხშაბათს და პარასკევს კი ტაძრებში პირველშეწირულის ლიტურგია სრულდება. პარასკევს საღამოს ლოცვის დროს იკურთება წანდილი. 

დიდი მარხვა აღდგომამდე 7 კვირით ადრე იწყება და სხვა მარხვებთან შედარებით განსაკუთრებით მძიმეა. 

მარხვის დროს არ შეიძლება ხორცისა და რძის ნაწარმის მიღება, ხოლო თევზით ხსნილი მხოლოდ ხარებისა და ბზობის დღესასწაულებზეა. 

ამასთან, მოძღვრის კურთხევით, მარხვის პირველ კვირაში მორწმუნეები უზეთო საკვებს მიიღებენ. 

მართლმადიდებლებს მარხვა ბრწყინვალე აღდგომისთვის ამზადებს. 

დიდი მარხვა 12 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.