ტყიბულში საწარმოო პროცესის დროს მეშახტე დაიღუპა

ტყიბულში საწარმოო პროცესის დროს მეშახტე დაიღუპა

შემთხვევა მინდელის სახელობის შახტაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მეშახტე სავარაუდოდ, მაღაროში მომხდარ ნგრევას ემსხვერპლა.

როგორც "საქნახშირ ჯი აი ჯის" გენერალურმა დირექტორმა ვალერი კუხალაშვილმა "პირWელს" განუცხადა, მუშა ადგილზევე გარდაიცვალა.

"შემთხვევა დაახლოებით 2-3 საათის წინ, საწარმოო პროცესის დროს მოხდა. სამწუხაროდ, მუშა ადგილზევე გარდაიცვალა", - განუცხადა "პირWელს" კუხალაშვილმა.