კოალიციის პოლიტსაბჭოს ნინო გვენეტაძის კანდიდატურაზე ნეგატიური განწყობა არ გააჩნია

კოალიციის პოლიტსაბჭოს ნინო გვენეტაძის კანდიდატურაზე ნეგატიური განწყობა არ გააჩნია

კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით დადებითი განწყობა აქვს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" ოფისში გამართული დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პოლიტსაბჭოს წევრებმა განუცხადეს.

"სხვა საკითხებთან ერთად დღეს ნინო გვენეტაძის საკითხზეც ვიმსჯელეთ. პოლიტსაბჭოს მის მიმართ ნეგატიური განწყობა არ გააჩნია, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის ფრაქციებში განსახილველი საკითხი. ყველა ფრაქცია იმსჯელებს მის კანდიდატურაზე და შემდეგ ერთობლივად ჩამოვყალიბდებით ექნება თუ არა მას კოალიციური მხარდაჭერა", - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ.