მოსკოვში მოძრაობა

მოსკოვში მოძრაობა "ანტიმაიდანის" აქცია იმართება

მოსკოვში მოძრაობა "ანტიმაიდანის" აქცია მიმდინარეობს. 10 000-მდე დემონსტრანტი რუსეთის დედაქალაქის ცენტრშია შეკრებილი. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. მოძრაობა "ანტიმაიდანი" ზუსტად ერთი წლის წინ კიევში მომხდარ მოვლენებს გმობს და მას "გადატრიალებას" უწოდებს. აქციას მომიტინგეები რეგიონებიდანაც შეუერთდნენ. ისინი მოსკოვში ორგანიზებულად ავტობუსებით ჩაიყვანეს. აქციაში მონაწილეობას 100-ზე მეტი საჯარო ორგანიზაცია იღებს. დემონსტრანტებს ხელში ბანერები უჭირავთ პატრიოტული წარწერებით: "მაიდანი არის დაავადება, ჩვენ ვაპირებთ განვიკურნოთ მისგან", "მაიდანი სარგებელს აძლევს მხოლოდ რუსეთის მტრებს".

რუსული ტელეკომპანია "ენტევეს" ცნობით, ის საღამოს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ინტერვიუსაც გაავრცელებს. ერთი წლის წინ კიევში სწორედ იანუკოვიჩის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციებს ასობით ადამიანი შეეწირა.