კოალიცია

კოალიცია "ქართული ოცნება" პოლიტსაბჭოს სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს საკითხზე იმსჯელებს

კოალიცია "ქართული ოცნება' პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. სხდომა "ქართული ოცნების' ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა, სხვა საკითხებთან ერთად საუბარი აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხება.

"ერთ-ერთი თემა იქნება აჭარის უმაღლესი საბჭოს საკითხი. რა გადაწყვეტილებამდე მივალთ, ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ. როგორც იცით, კოალიციის პოლიტსაბჭო და მთავრობა უახლოეს ხანში ისედაც გეგმავდა აჭარაში გასვლითი სხდომის ჩატარებას, როგორც ეს ლიკანში გვქონდა. ასე რომ, ეს თემა მასზეც იქნება განხულული", - აღნიშნა საგანელიძემ.

კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომას, ტრადიციულად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.