ნატო რუსეთის მხრიდან თავდასხმისთვის მზად უნდა იყოს

ნატო რუსეთის მხრიდან თავდასხმისთვის მზად უნდა იყოს

ნატო რუსეთის მხრიდან თავდასხმისთვის მზად უნდა იყოს, - ამის შესახებ "გარდიანის" ცნობით, ალიანსის ევროპაში გაერთიანებული ძალების მეთაურის თანაშემწემ, ბრიტანელმა გენერალმა ედრიან ბრედშოუმ განაცხადა. მისი თქმით, ნატო უნდა მოემზადოს მასშტაბური და სწრაფი რეაგირებისთვის რუსეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში.

ბრედშოუ ასევე აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს თავისი რეგულარული ჯარები არა მხოლოდ სხვების დასაშინებლად, არამედ ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიების დასაპყრობადაც.