ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს

ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს

ხვალიდან საქართველოს უმეტეს რაიონებში რამდენიმე დღით გამოიდარებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან აცნობეს, ხვალიდან 27 თებერვლის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და უნალექო ამინდები იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 18-19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი შესაძლოა იყოს ყინვა -2;-3 გრადუსამდე. 

აღმოსავლეთ საქართველოში ხვალიდან რამდენიმე დღით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12;+15 გრადუსს მიაღწევს, ღამით ზოგან მოსალოდნელია ყინვა -6-7 გრადუსამდე.
თბილისში ერთი კვირის განმავლობაში დღისით მოსალოდნელია უნალექო, მზიანი ამინდი. დღისით ჰაერის ტემპერატურა 12 გრადუსი იქნება, ღამით კი, ტემპერატურა 4 გრადუსზე მეტი იქნება.