აშშ-ში ძლიერი ყინვის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში ძლიერი ყინვის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში ძლიერი ყინვის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათგან 18 ტენესის შტატში გარდაიცვალა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

რეკორდულად დაბალი ტემპერატურის შედეგად ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. შეფერხებულია სატრანსპორტო მიმოსვლა. სინოპტიკოსების ცნობით, ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა მინუს 40 გრადუსამდე დაეცა, ძლიერი ყინვა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.