პან გი მუნი დონბასში სამშვიდობო მისიის განთავსებასთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა

პან გი მუნი დონბასში სამშვიდობო მისიის განთავსებასთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა

გაეროს გენერალური მდივანი, პან გი მუნი დონბასში სამშვიდობო მისიის განთავსებასთან დაკავშირებით ტელეფონით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, პავლო კლიმკინს ესაუბრა. ამის შესახებ გაერო-ს პრესცენტრი იტყობინება. 

როგორც პან გი მუნმა აღნიშნა, მშვიდობისმყოფელების აღმოსავლეთ უკრაინაში გაგზავნის საკითხთან დაკავშირებით გაერო უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედებს. 

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე შეშფოთება გამოხატა დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო და იმედი გამოთქვა, რომ 12 თებერვლის მინსკის შეთანხმების განხორციელება შესაძლებელი იქნება. რამდენიმე დღის წინ გაერო-ში უკრაინის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა, იური სერგეევმა განაცხადა, რომ დონეცკში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხთან დაკავშირებით გაერო-ში კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.