გიორგი მარგველაშვილი - უმნიშვნელოვანეს საკითხებზე თუ დეპუტატებს კითხვები არ აქვთ, რატომ უნდა დააძალო

გიორგი მარგველაშვილი - უმნიშვნელოვანეს საკითხებზე თუ დეპუტატებს კითხვები არ აქვთ, რატომ უნდა დააძალო

უმნიშვნელოვანეს საკითხებზე თუ დეპუტატებს კითხვები არ აქვთ, რატომ უნდა დააძალო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა - სურს თუ არა მას, რომ პარლამენტში მისი გამოსვლისას იყოს დებატები. 

პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ პარლამენტში 18-დან 20 მარტამდე პერიოდში გამოვა. "მე მინდა პარლამენტის ტრიბუნიდან მივმართო ქართულ საზოგადოებას, მივმართო ქართული საზოგადოების ძალიან გამორჩეულ ნაწილს – საქართველოს დეპუტაციას. თუ საქართველოს დეპუტაციას აქვს ჩემთან განსახილველი საკითხები, მე ეს მხოლოდ გამახარებს. მაგრამ, მე არანაირად არ მინდა მათ დისკომფორტი შევუქმნა და თუ არაფერი აქვთ საკითხავი უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, უმნიშვნელოვანეს თემებზე, რატომ უნდა დააძალო?!", - აღნიშნა მარგველაშვილმა. 
მისი თქმით, პარლამენტში ისაუბრებს ქვეყნის მომავალზე, ერთიან ღირებულებებსა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ზეპარტიულ თემებზე.