სარიბარელი გიგოლაშვილები იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე არიან დაკითხული

სარიბარელი გიგოლაშვილები იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე არიან დაკითხული

გიგოლაშვილების ოჯახის წევრები, კასპის რაიონის სოფელ სარიბარიში მცხოვრებ სხვა ოჯახებთან ერთად, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რამდენჯერმე არიან დაკითხული. 

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, არსებული ინფორმაციით, სწორედ სარიბარიში მცხოვრები რამდენიმე ადამიანია იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში მთავარი მოწმე. ყარაფილას სასაფლაო სარიბარისთან ახლოს მდებარეობს. 

თავად გიგოლაშვილების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ სახლში დღეს ცეცხლი ხელოვნურად არ გაჩენილა. მათივე თქმით, ხანძარი შეშის ღუმელის მილიდან გაჩნდა. 
გიგოლაშვილები ვაზაგაშვილების ოჯახის ახლობლები არიან.