"თუ დადასტურდა, რომ გიორგი ვაშაძე უკრაინაში თანამდებობას იკავებს, მას უფლებამოსილება შეუწყდება"

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, პარლამენტის წევრს არ აქვს უფლება, იმავდროულად, ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ხელისუფლების ორგანოებში

"ეს ფაქტი ჩემთვის დოკუმენტალურად არ არის დადასტურებული, მაგრამ ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრს არ აქვს უფლება, იმავდროულად, ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ხელისუფლების ორგანოებში. თუ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს დოკუმენტალურად დადასტურდა, ასეთ შემთხვევაში, პარლამენტში განხორციელდება შესაბამისი პროცედურები, რომლის მიხედვითაც თანამდებობრივი შეუთავსებლობის საფუძვლით უფლებამოსილება შეუწყდება პარლამენტის წევრს. თუ გიორგი ვაშაძე რომელიმე თანამდებობაზე დანიშნეს, შესაძლოა, თავადვე მოგვმართოს განცხადებით, რომლის თანახმადაც მას უფლებამოსილება შეუწყდება",-განუცხადა "პირWელს" კახიანმა.

ცნობისათვის, "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გიორგი ვაშაძე უკრაინის ატიკორუფციულ ბიუროში მუშაობს. უკრაინის გენპროკურორის პირველ მოადგილესთან, დავით საყვარელიძესთან ერთობლივ ინტერვიუში ვაშაძე აცხადებს, რომ ამჟამად, ფრონტის ხაზი უკრაინაზე გადის და არსებობს შანსი, მოჯადოებული საბჭოთა წრიდან გათავისუფლების.